აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა და ირანმა ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ.
„ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ „სროლა“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მედია ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ კვირას სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, თავი შეეკავებინა ირანზე საპასუხო თავდასხმისგან მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

