აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული მონაცემებით, პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის განახლებული წინასწარი შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც გაგიც ცარუკიანის პარტიამ, „აყვავებული სომხეთი“, ხმების 3.996%-ი მიიღო და პარლამენტში შესასვლელად საჭირო 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, – ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანის მიერ წარმოდგენილი განახლებული წინასწარი შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ ხმების 49.81%-ი მოიპოვა, „ძლიერი სომხეთის ალიანსმა“ – 23.281%-ი, „სომხეთის ალიანსმა“ – 9.934%-ი.

ჰოვაკიმიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მონაცემები წინასწარია და გადამოწმებისა და ხმების ხელახლა დათვლის ეტაპი ჯერ კიდევ წინ არის.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კომისიის მიერ მანამდე გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, გაგიკ ცარუკიანის „აყვავებულმა სომხეთმა“ ამომრჩეველთა ხმების ზუსტად 4% დააგროვა, რაც პარლამენტში მოსახვედრად საჭირო მინიმალური ზღვარია.

იტვირთბა....