აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სომეხმა ხალხმა, ძლიერი რუსული წნეხის მიუხედავად, მაინც ევროპული მომავალი აირჩია” – კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი მიიჩნევს, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერაზე მიუთითებს. მისი შეფასებით, მიუხედავად რუსეთის მხრიდან არსებული ზეწოლისა, სომეხმა ხალხმა ევროპული მომავალი აირჩია.

“მინდა, სომხეთის შესახებ ორი სიტყვა ვთქვა. ჩემი აზრით, აქტივობა ძალიან კარგი იყო. ჯერ ხმების დათვლა მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, სომეხმა ხალხმა, ძლიერი რუსული წნეხის მიუხედავად, მაინც ევროპული მომავალი აირჩია – ეს კარგია. რა თქმა უნდა, ჩვენ სამომავლო რეფორმების მხრივ მათ დახმარებას შევძლებთ, რამდენადაც ეს შეგვიძლია” – განაცხადა კაია კალასმა.

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2005 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები შეაჯამა – დათვლილია ხმების 100%.

შედეგები:

ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“ – 49.81%,

პრორუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 23.29%,

პრო-რუსი ექსპრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ – 9.94%,

ოლიგარქ გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ – 4%

იტვირთბა....