აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სომხეთმა, მუქარისა და დაშინების მიუხედავად, დემოკრატიული გზა აირჩია – ლატვია მტკიცედ დგას თქვენს გვერდით და მხარს უჭერს სომხეთ – ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებს” – ედგარს რინკევიჩი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ, პრემიერ-მინისტრო ნიკოლ ფაშინიან, არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას! სომხეთმა, მუქარისა და დაშინების მიუხედავად, საკუთარი დემოკრატიული გზა აირჩია. ლატვია მტკიცედ დგას თქვენს გვერდით და მხარს უჭერს სომხეთსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებს“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ხმების დათვლის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ – „სამოქალაქო კონტრაქტი“ – ყველაზე მეტი ხმა, ამომრჩეველთა საერთო ხმების 49.81%-ი მიიღო.

იტვირთბა....