აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“გულითადად გილოცავთ საკანონმდებლო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას” – ემანუელ მაკრონი ნიკოლ ფაშინიანს

ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან, გულითადად გილოცავთ საკანონმდებლო არჩევნებში ამ დამაჯერებელ გამარჯვებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

„მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას ჩვენი ხალხის სამსახურში ჩვენი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, მშვიდობისა და სომხეთის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და ევროპასთან დაახლოების იმპულსის გასაძლიერებლად“, – წერს მაკრონი.

შეგახსენებთ, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში 2 005-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ – „სამოქალაქო კონტრაქტი“ – ხმების 49.81% მიიღო. მეორე ადგილზე სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთია“ 23.29%-ით, შედეგებით მას მოჰყვება ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსი“, რომელმაც არჩევნებში ხმების 9.94% მიიღო. ბარიერის გადასალახად საჭირო 4% მიიღო გაგიკ ცარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“.

იტვირთბა....