საზოგადოება

„კომედი შოუს“ მსახიობს, გიორგი გოცირიძეს განმეორებითი ოპერაცია დასჭირდა

„კომედი შოუს“ მსახიობს, გიორგი გოცირიძეს განმეორებითი ოპერაცია დასჭირდა, – ამის შესახებ ქირურგიული ეროვნული ცენტრის პიარმენჯერმა, თამუნა ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

„მას ქირურგიული ჩარევა მეორედ დასჭირდა, ქვედა კიდურების ოპერაცია რთული გამოვიდა, რომელიც ამ წუთებში დამთავრდა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – განაცხადა ქირურგიული ეროვნული ცენტრის პიარმეჯერმა.

შეგახსენებთ, რომ „კომედი შოუს“ მსახიობს, გიორგი გოცირიძეს 27 აპრილს მანქანა დაეჯახა. მსახიობი აბულაშვილის ქუჩაზე ფეხით მოძრაობდა.

იტვირთბა....