სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 55.95%-ის დამუშავების შემდეგ 1296 საარჩევნო უბნის შედეგები გამოაქვეყნა.
დილის 06:30 საათის მონაცემებით, მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს 50.86%-ით (414 608 ხმა). მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 23.19%-ით (189 050 ხმა). მესამე ადგილს იკავებს ბლოკი „სომხეთი“ 9.6%-ით (78 275 ხმა). მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც 4.1% (33 417 ხმა) მიიღო. მეხუთე პოზიციაზეა პარტია „ერთიანობის ფრთები“ 2.3%-ით (18 720 ხმა).

