არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

სერჟ სარქისიანი – სომხეთში სახელმწიფო რესურსებისა და სახსრების უპრეცედენტო გამოყენება ხდება, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მათ ხმებს ვერავინ წაართმევს

სომხეთის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი აცხადებს, რომ არასდროს უნახავს ხელისუფლების ასეთი უპრეცედენტო ჩარევა საარჩევნო პროცესებში. ამის შესახებ მან მედიასთან საუბრისას განაცხადა.

სარქისიანის თქმით, ის ათზე მეტ არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და მსგავსი ჩარევა არასდროს უნახავს.

„ხდება სახელმწიფო რესურსებისა და სახსრების უპრეცედენტო გამოყენება“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე, იქნება თუ არა ევროპელი დამკვირვებლების ჰიპერაქტიურობა, მან უარყოფითად უპასუხა.

„არ იქნება. მათ თვალი დახუჭეს, ვინაიდან მათ ხელმძღვანელებს კონკრეტული მიზნები აქვთ და დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს საჯაროდ, დაფარვის გარეშე, უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა სარქისიანმა.

ჟურნალისტებმა ყოფილ პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, ჩააბარებს თუ არა ფაშინიანი დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლებას უპრობლემოდ ოპოზიციას.

„თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მათ ხმებს ვერავინ წაართმევს“, – აღნიშნა სარქისიანმა.

იტვირთბა....