არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სომხური მედიის ინფორმაციით, ბლოკ „სომხეთისა“ და „ძლიერი სომხეთის“ შტაბ-ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი დააკავეს

სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩხრეკა და დაპატიმრებები მიმდინარეობს. სომხური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის ხუთ საათზე დაიწყო ჩხრეკა ბლოკ „სომხეთის“ შტაბ-ბინაში, ხოლო დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი სამართალდამცველებმა დააკავეს.

მედიის ცნობით, ჩხრეკა ასევე ტარდება ადამიანის უფლებათა დამცველის, კარაპეტ პოღოსიანის ბინაში და „ძლიერი სომხეთის“ შტაბ-ბინაში.

აღნიშნულ ფაქტს მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა სამველ კარაპეტიანი. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი უხერხული ქმედებაა ალიანსის წინააღმდეგ.

„დაკავებულ თანამებრძოლებთან ახლა ადვოკატები იმყოფებიან. ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს. როგორია ჩემი გეგმა, ამის შესახებ ხვალ გავცემ პასუხს, დღეს ეს ცოტა საშიშია. მე ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, ხალხსაც საბრძოლო შემართება აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სამართლიან პირობებში ჩატარდეს. მოდით, ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენ გადავწყვიტოთ, ქვეყნის შიგნით და არა გარედან კარნახით“, – განაცხადა კარაპეტიანმა.

იტვირთბა....