ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობები ყველასთან, როგორც ამერიკასთან, ასევე რუსეთთან, – ამის შესახებ „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა, სამველ კარაპეტიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს ქვეყნები უნდა დაეხმარონ სომხეთს განვითარებაში.
„ჩვენ არ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მხოლოდ რუსეთთან გვექნება კარგი ურთიერთობა ან მხოლოდ ამერიკასთან. ბალანსი აუცილებლად იქნება, ჩვენს შემთხვევაში ეს ბალანსი აუცილებლად იქნება“, – განაცხადა მან.
კარაპეტიანმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნებზე კარგი, საბრძოლო განწყობით მივიდა, ისევე როგორც სომეხი ხალხი.
„დღეს ჩანს, რომ ყველა საბრძოლო განწყობითაა, და ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილი ლეგიტიმური ხელისუფლების უზრუნველყოფა, რათა საბოლოოდ მივიღოთ შესაძლებლობა თავად გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ ისურვებდა, ქვეყანა ახალ რყევებამდე არ მიეყვანათ, რადგან ყოველი რყევა კვლავ უკან წევს სომხეთის განვითარებას.

