ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა რუსების ხუთ გემს დაარტყეს მარიუპოლისა და ბერდიანსკის დროებით ოკუპირებულ პორტებში, ასევე სანაპირო წყლებში – ამ გემებს, სხვა პროდუქტებთან ერთად, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდათ. ინფორმაცია უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ “მადიარ” ბროვდიმ გაავრცელა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპანტების კონტრაბანდული ლოჯისტიკა უნდა შეჩერდეს, რის გამოც 5 ივნისის ღამეს მშრალ ტვირთმზიდებსა და ტანკერებზე დარტყმები განხორციელდა უკრაინული უპილოტო სისტემების მიერ.

