.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა თურქეთის პარლამენტში ჩხუბში გადაიზარდა. დეპუტატები ერთმანეთს წყლიან ბოთლებსაც კი ესროდნენ.
პარლამენტის წევრები მსჯელობდნენ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, იმ დეპუტატებს, რომლებიც “ქურთების მუშათა პარტიას” უჭერენ მხარს, პარლამენტის წევრებისთვის მინიჭებული ხელშეუხებლობის იმუნიტეტი უნდა ჩამორთმეოდათ.
ფიზიკური დაპირისპირება სახელისუფლებო პარტიასა და პროქურთულ “ხალხის დემოკრატიულ პარტიას” შორის მოხდა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ეს პარტია “ქურთების მუშათა პარტიას” დაუკავშირა და მათი დასჯა მოითხოვა.