აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის უშიშროების საბჭოში აცხადებენ, რომ სომხეთს გაზისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის გამონახვა მოუწევს

სომხეთს გაზისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის გამონახვა მოუწევს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსეი შევცოვმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთი ამჟამად ათას კუბურ მეტრ გაზს 177.5 დოლარად ყიდულობს.

„ბირჟებზე ფასი, როგორც უკვე პირველ კვლევაში განვიხილეთ, დაახლოებით 600 დოლარია, შესაძლოა, 800 დოლარსაც მიაღწიოს. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი რუსეთიდან 2.3 მილიარდ კუბურ მეტრს იღებს, მარტივი გამრავლებით ჩანს, რომ სომხეთს  დამატებით დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის და შესაძლოა, მეტის, მოძიება მოუწევს“, – აღნიშნა ალექსეი შევცოვმა.

მანამდე, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი ცივილევმა სომხეთს ურჩია, სცადოს რუსული გაზის ევროპული გაზით ჩანაცვლება და ნახოს, რა მოხდება.

იტვირთბა....