აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ თავად არ წამოიწყებდა ამხელა სამუშაოს, მას ურთიერთობის გაღრმავების სურვილი აქვს” – თენგიზ შარმანაშვილი

ამერიკის მხრიდან საუბარია იმაზე, რომ საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს და გაგრძელდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა ამხელა სამუშაოს თავად არ წამოიწყებდა და ამ საკითხში თავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არ ჩაერთვებოდა.

„მარკო რუბიომ კითხვებს პასუხები საკანონმდებლო ორგანოში გასცა, სადაც უფრო მეტი მოქნილობა და დიპლომატიაა გამოსაჩენი, რადგან იქ სხვა ურთიერთობებია ასეთ დროს. შემდეგ, როცა მისი მოადგილე დეკლარირებას ახდენდა, თავის გამონათქვამებში უფრო თავისუფალი იყო და პირდაპირ ისაუბრა მსოფლმხედველობით თანხვედრაზე და იმაზე, რომ შემდგომი ნაბიჯები უფრო სწრაფად უნდა გადაიდგას.

დაახლოებით იგივე სახის განცხადება იყო, როცა საქართველოში სამუშაო ჯგუფი იყო ჩამოსული და მათ ოპოზიციასაც კი მოუწოდეს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. ეს ყველაფერი უფრო დამაჯერებელი სვლა იქნება ურთიერთობების გარკვევის.

საქართველოსა და ამერიკას შორის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა ამხელა სამუშაოს თავად არ წამოიწყებდა ჩვენთან. ასეთ მინავლებულ რეჟიმში თუ უნდა ჰქონოდა ურთიერთობა, ამისთვის საელჩოც საკმარისი იქნებოდა და ამ ურთიერთობებს როგორც წინა წლებში, ისე გააგრძელებდა. ვინაიდან, ურთიერთობებში თავად მარკო რუბიო და მისი მოადგილე შემოვიდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკას აქვს სურვილი, ეს ურთიერთობა გააღრმაოს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

იტვირთბა....