ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია დღეს დაიწყო.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით  ტესტირების მიზანი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა.

მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე სკოლებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მოსწავლის და სკოლის მიღწევების შესახებ. შეფასების შედეგები იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ ის ეფექტურად შეიძლება იყოს გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ქმედითი ღონისძიებების დასაგეგმად.

რეგისტრაციის პროცესი 16 მაისს დასრულდება.

ტესტირება კომპიუტერულად, 2-დან 9 ივნისის ჩათვლით ჩატარდება შემდეგ საგნებში:

მე-6 კლასი: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; მათემატიკა; ინგლისური ენა.

მე-9 კლასი: ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; მათემატიკა; უცხოური ენა (გერმანული, ინგლისური, ფრანგული ან რუსული); ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ხელოვნება.

ტესტირებაში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია. კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ მონაწილე სკოლისათვის.

იტვირთბა....