აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კიევის საფოსტო ტერმინალში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – მომხდარი სამართალდამცავმა ორგანოებმა ტერორისტულ აქტად შეაფასეს

კიევში, საფოსტო ტერმინალში აფეთქება მოხდა, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

წინასწარი ინფორმაციით, კიევში, ობოლონის რაიონში მდებარე საფოსტო ტერმინალში აფეთქება ერთ-ერთი ამანათის შემოწმებისას მოხდა. შემთხვევის შედეგად 59 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია, სულ მცირე, ორი ადამიანი. უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ფაქტი ტერორისტულ აქტად შეაფასეს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფები, ასაფეთქებელი მოწყობილობების ექსპერტები, მაშველები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები.

კიევის საქალაქო პროკურატურის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობით დასრულებულ ტერორისტულ აქტს გულისხმობს.

ამ ეტაპზე აფეთქების გამომწვევი მიზეზეზი უცნობია.

იტვირთბა....