აფხაზეთი მომავალში მსოფლიოს ყველა ქვეყნის მხრიდან აღიარებას ელოდება – ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტულ „რია ნოვოსტის“ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განუცხადა.
მისივე თქმით, “აფხაზეთის რესპუბლიკის არასრული აღიარება დროებითი უთანხმოებაა”.
“მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ წერტილს, როდესაც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა სრულად აღიარებს აფხაზეთს. სხვაგვარად არ იქნება. ეს არ არის ნაკარნახევი რაიმე სახის დარიგებებით ან ზეწოლით. ეს უბრალოდ კანონებია, რომლებიც ჯერ არავის გაუუქმებია“ – განაცხადა გუნბამ.
როგორც მან აღნიშნა, “განვითარებისკენ აფხაზეთის სწრაფვის ფონზე, სხვა ქვეყნები იძულებულნი იქნებიან შეეგუონ ამ რეალობას“.

