რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ევროკავშირის წევრობით აღარ იქნებიან ისეთი ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით.
“საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატულია; ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ევროკავშირის მიმართ, მაგრამ ესმით, რომ ამის გაკეთება ნიშნავს, რომ აღარ იქნებიან ისეთი ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით” – თქვა სერგეი ლავროვმა.

