უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჰაერო იერიში მიიტანა – დონეცკში ელექტროსადგური, ლუგანსკში კი ნავთობბაზა იწვის – ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებენ და წერენ, რომ დარტყმები დრონებით განხორციელდა. თავდასხმის შედეგად ოკუპირებულ დონეცკის ელექტროსადგურსა და ოკუპირებული ლუგანსკის ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა.
დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

