ერევანი თუ თვლის, რომ ევროკავშირში უკეთესად იქნება, ვიდრე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, მას შეუძლია, გააკეთოს ეს არჩევანი, მაგრამ არა ჩვენს ხარჯზე, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რასაც თავად სომხები მიიჩნევენ საუკეთესოდ საკუთარი თავისთვის… ისინი თუ თვლიან, რომ ევროკავშირში უფრო კომფორტულად და უკეთესად იგრძნობენ თავს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ იქ წასვლა, მაგრამ არა ჩვენს ხარჯზე“, – აღნიშნა ოვერჩუკმა.
რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, სომხეთისთვის შესაძლოა, უკეთესი იყოს რეფერენდუმის რაც შეიძლება მალე ჩატარება და იმის გადაწყვეტა, სურთ თუ არა მათ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენა თუ ევროკავშირში გაწევრიანება.
