აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლიბანში მოქმედი გაერო-ს დროებითი ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში, გუშინ ღამით ნაღმმტყორცნებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი სამშვიდობო დაიღუპა, ხოლო ორი დაიჭრა

ლიბანში მოქმედი გაერო-ს დროებითი ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში გუშინ, ღამით ნაღმმტყორცნებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი სამშვიდობო დაიღუპა, ხოლო ორი დაიჭრა.

გაერო-ს განცხადებით, მარჯაიუნთან ახლოს მათ ერთ-ერთ პოზიციას ნაღმმტყორცნების ჭურვები დაეცა, რის შედეგადაც დამკვირვებელთა ძალების ერთი წევრი მძიმედ დაიჭრა. იგი ბეირუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღეს დილით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

„ორი სხვა სამშვიდობო, რომლებმაც ასევე მიიღეს დაზიანებები, მკურნალობას გადიან გაერო-ს დროებითი ძალების ბაზაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაერო-ში აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება იმ ზუსტი გარემოებების დასადგენად, რამაც ეს ტრაგიკული ინციდენტი გამოიწვია. განცხადებაში არც „ჰეზბოლა“ და არც ისრაელის თავდაცვის ძალები ნახსენები არ არის.

იტვირთბა....