დამცირებული მტერი სამხედრო დამარცხების შემდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკაზე გადადის, – ამის შესახებ აღნიშნულია ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის განცხადებაში.
ხამენეის თქმით, „ბოროტმა“ მტერმა ირანის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირებისას დამარცხება, ღრმა დამცირება განიცადა და ახლა ჰიბრიდული ომის სტრატეგიით ცდილობს კომპენსაციას.
„ბოროტი მტერი, რომელიც დამარცხდა შეიარაღებულ ძალებში მყოფ თქვენს მამაც შვილებთან დაპირისპირებაში და განიცადა ღრმა, მნიშვნელოვანი დამცირება როგორც ბრძოლის ველზე, ასევე საჯარო ასპარეზზე, ჰიბრიდული ომის ფარგლებში ორ მიზანზე კონცენტრირდა: ხალხის მდგრადობის შესუსტება და ქვეყნის ჩინოვნიკებში არასწორი გათვლების შექმნა. დომინირების სისტემას, რომელმაც თითქმის 80 წლის წინ შექმნა სამხედრო ფორპოსტი, სახელწოდებით ისრაელი, არ შეუძლია შეეგუოს ძლიერი და დამოუკიდებელი ირანის არსებობას, რომელიც მრავალი უპირატესობითა და შესაძლებლობებით არის აღჭურვილი დიდი ისრაელის ცრუ და გამოგონილი გეოგრაფიის აღმოსავლეთ საზღვარზე, ანუ ევფრატის აღმოსავლეთით. ამიტომ ის ყველა ღონეს იშურებს მისი (ირანის) პროგრესის შესაჩერებლად“, – აღნიშნა აიათოლა ხამენეიმ.

