ეს ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ – ისინი მთლიანად გარედან იმართებიან, – ამის შესახებ კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ქართველ ხალხთან და საქართველოს ინტერესებთან თანხვედრაში ნამდვილად არ არიან.
“ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ. ისინი მთლიანად გარედან იმართებიან და რა მითითებებიც იქნება, თუ ვიღაცა კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენელი ან პოლიტიკოსი რაიმე მესიჯს გააჟღერებს, ყოველთვის ცდილობენ, რომ იმას მოერგონ და არა ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედონ. შესაბამისად, ცხადი და ნათელია, თუ რას წარმოადგენს ეს კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებები, რა ინტერესებით მოქმედებენ, ვინ მართავს, საიდან იმართება და ა.შ. ქართველ ხალხთან და საქართველოს ინტერესებთან, რა თქმა უნდა, თანხვედრაში ნამდვილად არ არიან, აცდენილები არიან. საზოგადოება ხედავს ამ ყველაფერს და შესაბამისად, როდესაც ტარდება არჩევნები ქართველი ხალხი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,” – განაცხადა კალაძემ.

