“ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ” – ამის შესახებ ქალაქ გავარში ამომრჩევლებთან შეხვედრისას, 3 ივნისს, პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატობის კანდიდატმა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.
ამავე შეხვედრაზე მირზოიანმა მოსახლეობას ისაუბრა, რომ ბოლო დღეებსა და კვირებში რუსეთმა, გაურკვეველი და დაუსაბუთებელი მიზეზების გამო, აკრძალვა გამოაცხადა რუსულ ბაზარზე სომხური კენკრის, ხილის, ბოსტნეულის, მინერალური წყალ „ჯვერმუკის“, ყვავილებისა და სხვადასხვა სახის პროდუქციის მიწოდებაზე. მიუხედავად ამისა, მირზოიანმა დაარწმუნა მოქალაქეები, რომ სომხური მხარე რუს პარტნიორებთან წამოჭრილ პრობლემებს სამუშაო დისკუსიების მეშვეობით, ძალიან კონსტრუქციულ და პარტნიორულ ატმოსფეროში მოაგვარებს.
მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა სომხეთს სიტუაციის შესასწავლად ახალი შესაძლებლობების შანსი მისცა ალტერნატიული კავშირების დასამყარებლად და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ახალი ბაზრების მოსაძიებლად. მისი თქმით, ბევრი საერთაშორისო ბიზნესპარტნიორი გამოხატავს ინტერესს სომეხ ექსპორტიორებთან ახალი თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად. კერძოდ, მირზოიანმა ახსენა ევროკავშირის ქვეყნები, არაბული სახელმწიფოები და ასევე თურქეთი.
მან აღნიშნა, რომ ხელშეკრულებების საბოლოო ხელმოწერამდე და ყველა გარიგების დამტკიცებამდე წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა განაცხადა, რომ ყვავილების პირველი პარტია უკვე წარმატებით გაიგზავნა და რეალიზდება ახალ ბაზარზე.
“როგორც ნებისმიერ სხვა საკითხში, ამაშიც, ძვირფასო თანამემამულეებო, ჩვენი მთავრობა არ დაგტოვებთ მარტო პრობლემის წინაშე, ეს გამორიცხულია, დაივიწყეთ, ჩვენ გადავჭრით თქვენს საკითხებს“ – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

