აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანის პორტების ბლოკადას უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე დაბომბვას” – დონალდ ტრამპი

ირანის პორტების ბლოკადას უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე დაბომბვას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, შეიძლება, ბლოკადას უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე დაბომბვას. ბლოკადა, რომელიც ჩვენ გვაქვს, საზღვაო ბლოკადა, იგი შესანიშნავია. ჩვენი სურვილის გარეშე არცერთი გემი არ შესულა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება.

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობის წართმევა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....