აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობის განცხადებით, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობის განცხადებით, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

„ეს მნიშვნელოვანი ეტაპია მათი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის ერთიანობისა და მტკიცე ნების შესახებ ძლიერ გზავნილს წარმოადგენს“, – წერს ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა X-ზე.

კვიპროსის თავმჯდომარეობის ცნობით, პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მიზნით მუშაობა მომდევნო დღეების განმავლობაში გაგრძელდება.

„კვიპროსის თავმჯდომარეობა, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით, გაფართოების პროცესში შედეგებს აჩვენებს, რაც სტრატეგიული პრიორიტეტი და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული პოლიტიკაა“, – აცხადებს კვიპროსის თავმჯდომარეობა.

იტვირთბა....