ნიუ-იორკში წმინდა სავას სახელობის ისტორიული საკათედრო ტაძარი, დაიწვა. აღდგომის სადღესასწაულო მესის დასრულებიდან რამდენიმე საათში, მანჰეტენზე მდებარე სერბულ მართმადიდებლურ ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ dailymail-ი წერს.
გამოცემის ცნობით, მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ცეცხლის დროულად ლოკალიზება ვერ შეძლეს. ხანძრის შედეგად განადგურებულია შენობის სახურავი. არიან დაშავებულებიც.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ნიუ-იორკის წმინდა სავას სახელობის საკათედრო ტაძარი 1850-იან წლებში აშენდა.