ევროკავშირმა მიმდინარე წელს, შესაძლოა, 1 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგოს ირანული კრიზისისა და გლობალური კონკურენციის გაძლიერების გამო. ინფორმაციას Bloomberg-ი ევროკომისიის პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო ყველაზე მეტად, სავარაუდოდ, დაზარალდება მშენებლობის, მეტალურგიის, ქიმიური მრეწველობისა და ტრანსპორტის სფეროები, წერს სააგენტო.
როგორც Bloomberg-ი იუწყება, მიმდინარე პროგნოზი ევროკავშირში არსებულ პრობლემებს კარგად ასახავს. მისი ლიდერები კონტინენტის კონკურენტუნარიანობის შესახებ გეგმების განხორციელების დაჩქარებას ცდილობენ, მაგრამ ბლოკი ჯერ ჩამორჩება აშშ-ს და ჩინეთს. ჩამორჩენის ტემპები მუდმივად იზრდება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ 2022 წლის შემდეგ ევროკავშირს ენერგომატარებლებზე ხარჯების გაზრდა მოუწია, რადგან მან იაფფასიან რუსულ საწვავზე უარი თქვა. 2026 წელს ვითარება გაუარესდა, რადგან ირანმა დაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც საწვავის გლობალური მიწოდებისთვის მნიშვნელოვან მარშრუტს წარმოადგენს.
გარდა ამისა, ევროპული კომპანიები ამერიკულ და ჩინურ კომპანიებთან კონკურენციას ვერ უძლებენ, განსაკუთრებით ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრომობილების, მზის ბატარეებისი და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში, წერს Bloomberg-ი.

