ახალი ამბები მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეაში ქორწილი და დაკრძალვა დროებით აიკრძალა

ჩრდილოეთ კორეაში ქორწილი და დაკრძალვა დროებით აიკრძალა. ამის მიზეზი ქვეყნის მმართველი ძალის „კორეის მუშათა პარტიის“ ყრილობაა, რომელიც 36 წელიწადში ერთხელ იმართება.

ყრილობა 6 მაისს ჩატარდება და მას ქვეყნის უმაღლესი ლიდერი, კიმ ჩენ ინი გაუძღვება. ბოლო ყრილობა 1980 წელს გაიმართა მამამისის, კიმ ჩენ ირის მეთაურობით.

ასევე აიკრძალა თავისუფალი გადაადგილება დედაქალაქ ფხენიანსა და მის შემოგარენში.

როგორც სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრი აცხადებს, ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში მსგავსი აკრძალვების მიზეზი უსაფრთხოებაა, ძირითადად გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან აცილება ყრილობის წინ.

გარდა ამისა, იგივე მიზეზით, ჩრდილოეთ კორეამ დროებით ჩაკეტა ჩინეთთან საზღვარიც.

სავარაუდოდ, პარტიის ყრილობაზე კიმ ჩენ ინი ოფიციალურად გამოაცხადებს ჩრდილოეთ კორეას ბირთვულ სახელმწიფოდ.

The Independent

იტვირთბა....