აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ქუვეითის საგარეო უწყების განცხადებით, ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუვეითის საგარეო უწყების განცხადებით, ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

„ქუვეითი გმობს ირანის აგრესიულ თავდასხმას, რაც ესკალაციისა და დაძაბულობის ზრდას იწვევს, ასევე, რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ძირს უთხრის“, – აცხადებს ქუვეითის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო უწყების ცნობით, ირანის მიერ გასულ ღამეს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი იყო.

ასევე, ქუვეითის საგარეო სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანისთვის პასუხის გაცემის უფლებას იტოვებს.

იტვირთბა....