აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება” – დიმიტრი პესკოვი

სანქტ-პეტერბურგში დრონებით თავდასხმას პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კითხვაზე, რა ტიპის პასუხს გეგმავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულ დარტყმებზე, პესკოვმა უპასუხა, რომ პასუხი „სისტემური ხასიათის“ იქნება.

„მსურს შეგახსენოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ჩვენი პასუხები სისტემურ ხასიათს ატარებს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ასევე, პესკოვის თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია მსგავსი დარტყმების თავიდან ასაცილებლად გრძელდება“.

იტვირთბა....