აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ბატონი ფიშერი ცდება, როცა საქართველოზე საუბრობს – ფაქტობრივად, ჩამოწერილი ვყავართ” – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ყვავივით დაგვჩხავის ზოგიერთი უცხოელი და ელის, რომ მაჩვენებელი არ იყოს ისეთი, როგორსაც გეგმავს მთავრობა და შემდეგ ნიშნის მოგებით გვესაუბროს, რომ თითქოს არასწორი პოლიტიკა აქვს მთავრობას, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას ბრიუსელისთვის რომ მოესმინა, დღეს წაგებულ მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა.

„ბატონი ფიშერი ცდება, როდესაც საქართველოზე საუბრობს ხოლმე. ფაქტობრივად, ჩამოწერილი ვყავართ და ჩვენი განვითარების მთავარ მაგალითად მოლდოვასა და უკრაინას გვისახავს, სადაც ერთშიც და მეორეშიც ვხედავთ ეკონომიკურ სტაგნაციასა და კორუფციულ გამოწვევებს, ინსტიტუციურ სისუსტეს. მოლდოვის ვიცე-პრემიერის გუშინდელ განცხადებაშიც ჩანს, რომ ისინი გეგმა „ბ“-ედ და უკვე გეგმა „ა“-დ გამიხილავენ ევროკავშირში გაწევრიანებას რუმინეთთან მიერთებით და არა როგორც სუვერენული სახელმწიფო.

უკრაინასთან მიმართებით ვხედავთ, მათ შორის, გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომ სავარაუდოდ, ტერიტორიული დათმობები იქნება მშვიდობის და, შესაბამისად, ევროკავშირში რაიმე წინსვლის ერთ-ერთი წინაპირობა.

ჩვენ ყვავივით დაგვჩხავის ზოგიერთი უცხოელი და ელის, რომ მაჩვენებელი იყოს არა ისეთი, როგორსაც გეგმავს მთავრობა და შემდეგ ნიშნის მოგებით გვესაუბროს, რომ თითქოს არასწორი პოლიტიკა აქვს მთავრობას. საბედნიეროდ, ამის საპირისპიროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც ყვავივით დასჩხავის საქართველოსა და ქართველ ხალხს და ელის საქართველოს წარუმატებლობას, იქნება ეს ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიცია თუ ქვეყნის გარეთ ჩვენი „კეთილისმსურველები“.

ციფრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს სწორი პოლიტიკა როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის მიმართულებით, ვინაიდან ეკონომიკური განვითარებაც ვერ იქნებოდა, რომ არ გვქონდეს ჩვენ უსაფრთხოების ის სტანდარტი შენარჩუნებული, რაც ეკონომიკურ აქტივობას უწყობს ხელს.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა სწორს აკეთებს, რომ ყურს არ უგდებს იმ ცრუ მრჩევლებს, რომელთათვისაც რომ დაგვეჯერებინა, დღეს ეკონომიკურ სტაგნაციაში ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და არა იმაზე, თუ რა ინტერესები აქვს ბრიუსელს რეგიონსა თუ საქართველოში და ამით ქართველი ხალხი მხოლოდ იგებს. ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, წავაგებდით და ვიგებთ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც ფიშერმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი არ აქვს, თუმცა ამას საკუთარ ხალხს ვერ ეუბნება. პაპუაშვილმა გერმანიის ელჩის განცხადებას ქსენოფობიური უწოდა.

„მე მგონი უკვე ნათელი იყო, რომ ბატონი პეტერი სწორედ აქ დაასრულებდა, სადაც დაასრულა ქსენოფობიური განცხადებებით. როდესაც ადამიანი ჯერ ფაშისტური სლოგანის წინ პოზირებს, შემდეგ ექსტრემისტებს აცხადებს ამ ქვეყნის მომავლად, შემდეგ მხარს უჭერს და აგულიანებს პროპაგანდისტებს, იქიდანვე უკვე ჩანდა, საით მიდიოდა ეს ყველაფერი და ეს მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რომ მან უკვე ქსენოფობიური განცხადება გააკეთა.

რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს განცხადება აჩვენებს ბევრ რამეს და არ მინდა, ძალიან სიღრმეებში შევიდე, თუ რა ღირებულებების არქონა კარნახობს ადამიანს ამგვარი განცხადებების გაკეთებას, მაგრამ ეს კიდევ ერთ რამეს აჩვენებს, თუ რა ადვილად შეუძლიათ, წაგვკიდონ ქართველები სხვადასხვა ერსა თუ ქვეყანას, რა ადვილად და გულცივად შეუძლიათ ჩამოაგდონ შუღლი, მათ შორის, ეთნიკურ ნიადაგზე და დაანთონ ცეცხლი რეგიონში, რომელშიც ამგვარი ხეხილი არაერთხელ დანთებულა.

საბედნიეროდ, დღეს ვაკვირდებით, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობიდან გამომდინარე, რომ სწორედ იმიტომ, ომ თითოეულმა ქვეყანამ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით დაიწყო პოლიტიკის გატარება და სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი მშვიდობა ამ რეგიონში, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

ვხედავთ, ეს ფროიდისეული წამოცდენა რაც გამოუვიდა ბატონ პეტერს. ეს აჩვენებს, რა უკანა აზრები აქვს ზოგიერთებს რეგიონთან დაკავშირებით, როგორ გვიყურებენ. დღეს სხვა ერები ახსენა, მაგრამ სხვა წრეში და სხვა კონტექსტში იქ ასევე დაკნინებით ქართველებს გვახსენებს ალბათ, ქართველობა ხომ არ გინდათო, ვიღაცას ეტყვის ალბათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....