აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მარკ რუტე კიევში ჩავიდა

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.

„ღრმად ვაფასებთ ნატო-ს ერთიანობასა და სიძლიერეს უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, მაშინ, როდესაც ჩვენ ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ერთად ვიცავთ“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ანდრეი სიბიგას ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს და სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

იტვირთბა....