სამხრეთ ლიბანში, საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ლიბანის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია ქალაქ ტირში მდებარე ჯაბალ ამელის საავადმყოფოზე.
„სქაი ნიუსის“ ცნობით, დაშავებულებს შორის ათობით ექიმი და მედდაა, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია. დარტყმის შედეგად საავადმყოფოს სხვადასხვა სართულსა და განყოფილებას ფართომასშტაბიანი ზიანი მიადგა.
ამასთან, „სქაი ნიუსის“ ცნობითვე, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ მიერ დრონით შეტევის შედეგად ისრაელის ოთხი სამხედრო დაიჭრა.
როგორც მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება, ერთ სამხედროს – საშუალო სიმძიმის, დანარჩენ სამს კი მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.

