ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევიან-ლე-ბენში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობას საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის ლიდერებთან ერთად მიიღებს.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სამიტის ფარგლებში ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებთან სამხედრო დიპლომატიისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავს.
ცნობისთვის, საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტი 15-17 ივნისს გაიმართება.

