ირანის ტერორისტული რეჟიმის საძირკველი დაბზარულია, ის დაცემისთვისაა განწირული, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ისრაელის საფგარეო დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ ხელმძღვანელის, დავიდ ბარნეას გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ფასი, რომელიც ირანმა უკვე გადაიხადა, ძალიან მძიმეა და ის არასდროს დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, რაც იყო.
„ყველა მტერმა, ვინც ისრაელის წინააღმდეგ ბოროტებას გეგმავს, იცოდეს, მათი გეგმები ჩაიშლება. ფასი, რომელსაც ისინი გადაიხდიან, ძალიან მძიმე იქნება“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ ბარნეას მიმართა და თქვა: „თქვენი მმართველობის დროს დიდი საქმეები მოხდა“, ასევე თქვა, რომ მისი, როგორც „მოსადის“ უფროსის, ხუთი წელი „ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საბედისწერო იყო“.
„მადლობას გიხდით „მოსადში“ 30-წლიანი თავდადებული სამსახურისთვის; განსაკუთრებული მადლობა ბოლო რამდენიმე წლისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი წარმატებები და შესანიშნავი მიღწევები მოუტანა ისრაელის უსაფრთხოებას“, – თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
დღეს „მოსადის“ უფროსის თანამდებობას ნეთანიაჰუს გადამდგარი სამხედრო მდივანი, გენერალ-მაიორი რომან გოფმანი დაიკავებს.

