აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ” – კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობაზე

ერთი მთავარი საკითხი, რაც ხელს უშლიდა ურთიერთობების გაჯანსაღებას აშშ-სა და საქართველოს შორის და პირიქით, აუარესებდა ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებთან საინტერესო საუბარი ჰქონდა.

„საინტერესო საუბარი გვქონდა ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი მიდგომა იცით როგორიც არის, ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის სურვილი ჩვენი მხრიდან გამოხატული და ერთი მთავარი მიდგომა, რასაც ასევე ხაზს გავუსვამ არის ის, რომ ეს ურთიერთობები და ურთიერთობების განახლება, გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. ერთი მთავარი საკითხი, რაც ხელს უშლიდა ურთიერთობების გაჯანსაღებას ორ ქვეყანას შორის და პირიქით, აუარესებდა ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....