დღეს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე “ბიგ-ბენდი” გალა კონცერტს გამართავს. თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი ‘’ბიგ-ბენდი” ქუთაისს გვირილობის ფარგლებში ეწვევა. ჯაზ ბენდის შემადგენლობაში არიან მაია ბარათაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, მარიკო ებრალიძე, ზაურ შავგულიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, თემურ საჯაია, და ვასიკო დოლიძე. მოწვეული მომღერლები – ნესტან ჯიბლაძე, მარიკო ლაჟავა, ნინი გველესიანი.
ორკესტრი დაარსდა 1997 წელს, მისი სამხატვრო ხელმძღვანელია – გივი გაჩეჩილაძე. “ბიგ-ბენდი” მუსიკალურ წრეებში მაღალპროფესიულ, საუკეთესო საშემსრულებლო ხარისხის თანამედროვე კოლექტივადაა აღიარებული.
ბოლო წლებია ბიგ-ბენდი წარმატებით მოგზაურობს უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში.
კონცერტის ქალაქის ცენტრალური მოედანზე 20:00 სთ-ზე დაიწყება.