აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აშშ გააფრთხილა, რომ თუ ვაშინგტონი ომს განაახლებს, თეირანი მზადაა „ყველა შესაძლო სცენარისთვის“

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) აშშ გააფრთხილა, რომ თუ ვაშინგტონი ომს განაახლებს, თეირანი მზადაა „ყველა შესაძლო სცენარისთვის“.

გამოცემის ცნობით, IRGC-ის სპიკერმა ჰოსეინ მოჰებისმა განაცხადა, თუ აშშ დაუბრუნდება ომის გაგრძელებას, ირანის მხრიდან ბრძოლის გეოგრაფია და გამოყენებული იარაღის ტიპიც სრულიად განსხვავებული იქნება.

მისივე თქმით, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ უკეთ არის მომზადებული, ვიდრე წარსულში, მას შემდეგ, რაც მან მეტი გამოცდილება მიიღო ბრძოლის ველზე და მტერთან დაპირისპირებაში.

სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ „ძალიან ფართო ძალაუფლების“ მიუხედავად, აშშ-მა ვერ შეძლო თავისი მიზნების მიღწევა.

იტვირთბა....