აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ რუსმა ოლიგარქებმა ომის დასაფინანსებლად ბიუჯეტში 220 მილიარდი რუბლი შეიტანეს, რაც 130-ჯერ აჭარბებს მსგავსი ტიპის შენატანების წლიურ პროგნოზს – „დოიჩე ველე“

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ რუსმა ოლიგარქებმა ომის დასაფინანსებლად ბიუჯეტში 220 მილიარდი რუბლი (23 მლნ აშშ დოლარი) შეიტანეს, რაც 130-ჯერ აჭარბებს მსგავსი ტიპის შენატანების წლიურ პროგნოზს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბიზნესმენების პრეზიდენტთან შეხვედრა 26 მარტს გაიმართა, სადაც ვლადიმერ პუტინმა მათ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შესახებ აცნობა და ბიზნესისგან დახმარება მოითხოვა.

როგორც კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე სულეიმან კერიმოვია, რომელიც ბიუჯეტისთვის „ძალიან მსხვილი თანხის“ გამოყოფის წინადადებით გამოვიდა. ამ ინიციატივას კი შეუერთდნენ ოლეგ დერიპასკა და ვლადიმერ პოტანინი.

2026 წლის ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტისთვის 12.9 ტრილიონი რუბლია გამოყოფილი, ხოლო ძალოვანი სტრუქტურების ყველა ხარჯთან ერთად, ეს თანხა 17 ტრილიონ რუბლს აღწევს.

2026 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდისთვის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 5.877 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც 1.6-ჯერ აღემატება წლიურ გეგმას.

იტვირთბა....