აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ოპოზიციაში მხოლოდ დაპირისპირება არ არის, უკვე უზრდელობაშიც გადავიდნენ, ერთმანეთს პირდაპირ აგენტობაში ადანაშაულებენ” – თენგიზ შარმანაშვილი

ოპოზიციაში მხოლოდ დაპირისპირება არ არის, ერთმანეთს რა ტერმინებით  მიმართავენ? უკვე უზრდელობაშიც გადავიდნენ, რაში სდებენ ბრალს ერთმანეთს? სააკაშვილი მელიას ადანაშაულებს, რომ ხელისუფლებას ცალკე გაურიგდა, საუბარია „პატრონებზეც“, – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მელია და სააკაშვილი ერთმანეთს პირდაპირ აგენტობაში ადანაშაულებენ.

„არასწორი პოლიტიკით მოქმედებენ და სხვა ნაბიჯები უნდა გადაედგათ. ერთმანეთს პირდაპირ აგენტობაში ადანაშაულებენ. ამას ჩვენ რომ ვაკეთებდეთ, გასაგები იქნებოდა, მაგრამ პარტიის ერთი ყოფილი თავმჯდომარე მეორეს ეუბნება, რომ აგენტი ხარო. ჩვენ ვამბობდით, რომ მათ პატრონები უცხოეთში ჰყავთ, ამაზე ამბობდნენ, ტყუილიაო, ახლა ერთმანეთს ეუბნებიან. მხოლოდ ის მოტივი, რომ სააკაშვილს შეეშინდა, მელიამ ლიდერობა არ წამართავსო და ამის გამო არაჟნის კონტეინერში ჩაჯდა და წამოვიდა, დამაჯერებლად არ ჟღერს. გასაგებია, ამ ოპერაციის ჩატარებაში რა ძალები ეხმარებოდნენ. გარე ძალები თუ ჩათვლიდნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში პირადი ინტერესებისთვის მოდიოდა, ამხელა ოპერაციის ჩატარებაში არ დაეხმარებოდნენ. სააკაშვილი უკრაინიდან გამოგზავნილია გარკვეული წრეების მიერ. მელია სააკაშვილს ეუბნება, რომ არაერთი პატრონი ჰყავს, ვინც საქართველოში გამოაგზავნა. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ რევოლუციური სცენარები უცხოეთში იწერება და იქიდან იმართება-თქო, გვეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილიაო, მაგრამ ვნახეთ, რომ რეალობაა. უკვე ჩვენს ბრალდებას გასცდა ის, რასაც ვლაპარაკობდით, რომ ეს ყველაფერი უცხოეთიდან იმართება და მათ თავიანთი პატრონები მართავენ. ის პრეტენზიები დამაჯერებელია, რასაც ჩვენ ვამბობდით“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

იტვირთბა....