აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს კონგრესში ორივე პალატის წინაშე წარდგება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს კონგრესში, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კომიტეტების წინაშე წარდგება. ირანთან ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი მოსმენა იქნება.

როგორც უცხოური მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ მოსმენები სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტს ეხება, მთავარი ყურადღება, სავარაუდოდ, ირანთან მიმდინარე კონფლიქტსა და ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე იქნება გამახვილებული.

„ეიბისი ნიუსის“ ცნობით, მარკო რუბიოს მოუწევს პასუხის გაცემა აშშ-სა და ირანს შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებაც.

ცნობისთვის, ირანთან ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, დემოკრატებთან ერთად, რესპუბლიკელების ნაწილიც მაღალ ხარჯებსა და ეკონომიკურ შედეგებზე საუბრობს.

იტვირთბა....