აშშ-ში, აიოვას შტატში მამაკაცმა ოჯახის ექვსი წევრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის ორი არასრულწლოვანია.
პოლიციაში აცხადებენ, რომ შემთხვევა ოჯახურ დაპირისპირებას უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის რაიან უილისმა ჯერ ოჯახის წევრები საცხოვრებელ სახლში მოკლა, მოგვიანებით კი სიცოცხლე თვითმკვლელობით სახლიდან მოშორებით, მდინარესთან დაასრულა.
პოლიციის ცნობით, სახლში მისულ ძალოვნებს ოჯახის წევრები გარდაცვლილი დახვდათ, ხოლო ეჭვმიტანილი სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად გარდაიცვალა.

