ნებართვის გარეშე მდინარის მიერ ნაპირზე გამორიყული ხის შეგროვება დასჯადი იქნება და მოსახლეობას 500 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს,- აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრომ პარლამენტში კანონპროექტი უკვე შეიტანა. კანონპროექტის თანახმად, მოსახლეობას მასალის შეგროვებაზე ნებართვის აღება და ერთ კუბურ მეტრში 2 ლარის გადახდა მოუწევს.
კანონპროექტის განხილვა უკვე ჩავარდა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში. გარემოს დაცვის კომიტეტს მასზე ჯერ არ უმსჯელია, თუმცა წინასწარი მონაცემებით მმართველი გუნდი მას მხარს დაუჭერს. მიზეზად კი უმრავლესობის დეპუტატები ადგილობრივებზე ზრუნვას ასახელებენ.
გარემოს დაცვის სამინისტრო პარლამენტს ამ კანონპროექტის მიღებას დაჩქარებული წესით სთხოვს.