აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სერბეთი რუსეთისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ აპირებს” – ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთი რუსეთისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ აპირებს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

ვუჩიჩმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება არ განიხილება და გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა.

„გავიგე, რომ სერბეთი რუსებისთვის ვიზებს აწესებს და ვერ მივხვდი, რაზე იყო საუბარი. ეს უბრალოდ დეზინფორმაციაა, რომელმაც სერბეთს ზიანი მიაყენა“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან შესაძლო ზეწოლის მიუხედავად, ქვეყანა რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ აპირებს.

„ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ვინმემ თუ მაინც მიიღო, ის მაშინვე გაუქმდება“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

იტვირთბა....