აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინელებმა კრასნოდარში რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბეს

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რასაც საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი მოჰყვა. რეგიონულმა ოპერატიულმა შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შესახებ, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად მოხდა. აცხადებენ, რომ დაშავებულები არ არიან.

ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა რუსეთში. ამუშავებს წელიწადში 6,6 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ქარხანას სულ მცირე 10-ჯერ დაარტყეს, ბოლო თავდასხმა თებერვალში მოხდა

იტვირთბა....