რუსეთმა, წუხელ, უკრაინას 656 დრონითა და სხვადასხვა ტიპის 73 რაკეტით შეუტია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მტრის მიერ გაშვებული 729 სამიზნიდან 642 – 40 რაკეტა და 602 დრონი – გაანადგურა. მათ შორის : „ისკანდერ-M“ ტიპის 11 ბალისტიკური რაკეტა, Х-101 ტიპის 6 რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის 3 ფრთოსანი რაკეტა დ სხვადასხვა ტიპის 602 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსული ძალების შეტევის ძირითადი მიმართულება კიევი იყო. თავდასხმები ასევე განხორციელდა დნიპროს, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, პოლტავას ოლქისა და სხვა რეგიონების წინააღმდეგ.
დაფიქსირდა 30 ბალისტიკური რაკეტის, 3 ფრთოსანი რაკეტის და 33 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა 38 ლოკაციაზე, ასევე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები 15 ლოკაციაზე.

