სვანური მარილი “ლუშნუ”ექსპორტზე გასვლას ევროპასა და აზიაში გეგმავს. კომპანია პროდუქტს სვანეთში, მესტიაში აწარმოებს. სვანური მარილის საცდელი პარტია ბაზარზე შარშან ზაფხულს გამოჩნდა, მიმდინარე წელს კი კომპანიამ საწარმო გადააიარაღა და წარმოების გაზრდას გეგმავს. კერძოდ, როგორც “ლუშნუს” დამფუძნებელი “ბიზნესკონტაქტთან” საუბრისას აცხადებს, ახალი შეფუთვით სვანური მარილი მაღაზიებში თვის ბოლოდან გამოჩნდება, ზაფხულიდან კი მისი გატანა ევროპისა და აზიის ქვეყნებში იგეგმება.
“პროდუქცია რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაზე მქონდა გატანილი და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ გადავწყვიტეთ ექსპორტზე ფიქრი. ამჯერად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ზაფხულიდან რეალიზებაც დაიწყება”.
საწარმოს გადაიარაღებაში კომპანიამ მინიმუმ 50 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, რის შემდეგაც წარმოება დღეში 30 000 პაკეტი გახდება. ადგილზე 5 ადამიანია დასაქმებული.