მეტე ფრედერიქსენი დანიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მესამე ვადით დარჩება. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციური მთავრობის ფორმირებას დათანხმდა, რაც მას ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენის საშუალებას აძლევს.
არჩევნების შემდეგ დანიაში პოლიტიკური მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. 24 მარტის არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში 12 პარტია შევიდა, თუმცა სოციალ-დემოკრატები კვლავ ყველაზე დიდ ძალად დარჩნენ – 179 მანდატიდან 38 ადგილით.
ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ მინისტრთა შემადგენლობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მისი თქმით, მთავრობის დღის წესრიგში იქნება როგორც შიდა სოციალურ-ეკონომიკური საკითხები, ისე საგარეო პოლიტიკა, მათ შორის გრენლანდიასთან დაკავშირებული დიპლომატიური მოლაპარაკებები.
ასევე, ფრედერიქსენის თქმით, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება.

