აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ბეირუთში ჯარი არ შევა“ – დონალდ ტრამპი

„ბეირუთში ჯარი არ შევა“ – განცხადებას ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპი ავრცელებს.

შტატების  პრეზიდენტი აცხადებს რომ ესაუბრა “ჰეზბოლას” მაღალი რანგის წარმომადგენლებსაც და  მიიღო პირობა რომ  სროლა  და ისრაელზე  თავდასხმაც შეწყდება.

ამასთან, ირანის მიერ მოლაპარაკებების შეწყვეტის ცნობის გავრცელებიდან რამდენიმე საათში აშშ-ს პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ირწმუნება, რომ დიალოგი გრძელდება.

“ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება.” – დაწერა ტრამპმა.

აქამდე ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ლიბანში ჰეზბოლაზე ისრაელის მიერ მიტანილი იერიშების გამო თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აჩერებდა.

იტვირთბა....